განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა განიხილეს განათლების კომისიაში შემოსული კორესპონდენცია, რომელიც ქალაქ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა N3-ში, ბათუმის პორტის სამგზავრო ტერმინალის ტერიტორიაზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისათვის საფრანგეთის მიერ აღმოჩენილი საზღვაო მხარდაჭერის აღმნიშვნელი ბრინჯაოს მემორიალური დაფის სადგამით განთავსებას ითვალისწინებს.
კომისიის წევრებმა აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ამავე კომისიის წევრი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.
25 თებერვალს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













