განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიამ იმსჯელა ,,მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის დადგენილებაში ცვლილებების მომზადების საკითხზე.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მემორიალური ობიექტის განთავსების წესის ახალი რედაქციის შემუშავებაში, საკრებულოს წევრებთან ერთად, ჩართული იქნებიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
სხდომას საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურია უძღვებოდა.
25 თებერვალს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













