სპორტული ცენტრის შემაჯამებელი ღონისძიება
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები, ქალაქის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად, სპორტული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ღონისძიების ფარგლებში, წლის წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
შეხვედრაზე შეფასდა წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და განისაზღვრა სამომავლო პრიორიტეტები.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
25 თებერვალს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













