ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და ქალაქის მერმა გიორგი ცინცაძემ, საკრებულოს წევრებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
2017 წლის 24 ნოემბრის ღამეს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ათი საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე.
საკრებულოს მორიგი სხდომა
30 მარტს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













