საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
10 ნოემბერი, 2025 წელი
11.00 საათი, ქალაქი ბათუმი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
საკითხი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა გადადგომის შესახებ ინფორმაციის ცნობად მიღება
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ივანე მაისურაძე)
საკითხი 2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკანტურ თანამდებობებზე საკრებულოს წევრთა არჩევა
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ივანე მაისურაძე)
საკითხი 3. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი დავით კოპინაძე)
10 ნოემბერს, დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













