საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საზეიმო ღონისძიება

საზეიმო ღონისძიება

30 ოქტომბერი 2025

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან სულხან თამაზაშვილთან და ბათუმის მერთან  გიორგი ცინცაძესთან ერთად, ბათუმში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებულ  ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. 
შეხვედრაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა, გიორგი მურვანიძემ, ისაუბრა ბიუროში განხორციელებულ რეფორმებზე, ახალ შესაძლებლობებზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე.
ღონისძიების ფარგლებში, ექსპერტიზის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების წლის საუკეთესო თანამშრომლები დაჯილდოვდნენ.

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...