ბათუმის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა
ბათუმის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა.
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ბათუმის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით მახარაძე იქნება, ფრაქცია ,,ხალხის ძალა“-ს თავმჯდომარე - ირაკლი დევაძე.
ორივე ფრაქცია ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად დარეგისტრირდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა
30 მარტს, 11 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













