იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია
ბათუმის საკრებულოს იურიდიულმა და საპროცედურო საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე იმსჯელა. ცვლილების შედეგად ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟს ზომამცირე გემების კიდევ ერთი ბაზირების ახალი პუნქტი დაემატება.
კომისიის წევრების მიერ საკითხის მხარდაჭერის შემდგომ, გაიმართა ბიუროს სხდომა, რომელმაც კომისიაზე წარმოდგენილი საკითხი საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.
17 ნოემბერს, 12 საათზე, საკრებულოში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება.
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)













