დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა N15
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება N15
27 ივნისი 2023 წ.
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის,საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული დასამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019წლის 03 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა დაქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი“-ს მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, N05.26.01.117 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზედამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროსსაპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.26.01.117) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებულიპროქტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ს ოდენობით საცხოვრებელიფართობის საბაზრო ღირებულების ოდენობის თანხით ან იგივე ოდენობის სხვამაკომპენსირებელი ღონისძიებით (მათ შორის სხვა ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართებისმუნიციპალიტეტისათვის გადაცემით).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს თავმჯდომარე
რამაზ ჯინჭარაძე













