დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა N14
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება N14
27 ივნისი 2023 წ.
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის,საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული დასამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019წლის 03 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა დაქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი“-ს მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, N05.32.16.227; N05.32.16.228; N05.32.16.230; N05.32.03.101; N05.32.16.239;N05.32.03.215; N05.32.16.242 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზედამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროსსაპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ N05.32.16.227; N05.32.16.228; N05.32.16.230; N05.32.03.101;N05.32.16.239; N05.32.03.215; N05.32.16.242) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტისმიხედვით გადამეტებული) კ1/2 მაჩვენებლის 5 %-ს ოდენობით საცხოვრებელი ფართობისსაბაზრო ღირებულების ოდენობის თანხით ან იგივე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელიღონისძიებით (მათ შორის სხვა ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართებისმუნიციპალიტეტისათვის გადაცემით).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს თავმჯდომარე
რამაზ ჯინჭარაძე













