საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განკარგულება - Nგ -1515212154

განკარგულება - Nგ -1515212154

03 აგვისტო 2021

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.15212154


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქ.№75-ში მდებარე 107,30 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის გასხვისებაზე (პრივატიზებაზე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ზ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 121-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქ.№75-ში მდებარე
107,30 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (საკადასტრო კოდი: 05.28.01.003.01.502) გასხვისებაზე (პრივატიზებაზე).
2. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების გასხვისება (პრივატიზება) მოხდეს შემდეგი პირობით: აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის ახალი შენობის აშენებამდე (2022 წლის 31 დეკემბრამდე) არ მოითხოვოს აუქციონზე შეძენილი ფართის გამონთავისუფლება ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრისაგან ან/და ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში საკუთარი ხარჯებით მოიძიოს (იქირაოს) ალტერნატიული შენობა/ფართი და მოახდინოს მისი გადაყვანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...