განკარგულება - Nგ -1515212153
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.15212153
„მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2019 წლის 19 სექტემბრის N73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. „მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელე- ბის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 სექტემბრის N73 განკარგულებაში შევიდეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიეცეს თანხმობა განახორციელოს შერჩეული ოჯახებისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით 15 წლის ვადით საცხოვრებელი ბინების გადაცემა, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის სანაცვლოდ, თანახმად დანართისა.“.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი:













