განკარგულება - Nგ -15152119619
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.152119619
ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ.N26ბ-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ფერიდე აცამბას მემორიალური დაფის განთავსების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5-7 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ.N26ბ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს ფერიდე აცამბას მემორიალური დაფა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის (ესკიზის, ადგილმდებარეობის) მიხედვით.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე













