საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განკარგულება - Nგ -15152119618

განკარგულება - Nგ -15152119618

15 ივლისი 2021

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.152119618


ქალაქ ბათუმში, ლერმონტოვის ქ. N21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე იური თავდუმაძის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქალაქ ბათუმში, ლერმონტოვის ქ. N21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს იური თავდუმაძის მემორიალური დაფა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის (ესკიზის) მიხევით.

2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...