დადგენილება N17
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება N17
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2020 წლის 21 დეკემბრის № 42 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 23/12/2020, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.132.016504) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 1 და დანართი № 2 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სულიკო თებიძე













