საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №6

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №6

30 მარტი 2021

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №6


„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური
თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების
თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების
შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის
16 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №28 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320010.35.132.016376) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა“ ჩამოყალიბდეს ახალი, თანდართული რედაქციით.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

დანართი

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...