საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განკარგულება N111 - ქ. ბათუმის ასოციაცია „კლიმატის ალიანსში“ გაწევრიანების შესახებ

განკარგულება N111 - ქ. ბათუმის ასოციაცია „კლიმატის ალიანსში“ გაწევრიანების შესახებ

08 ივლისი 2013

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

 ქ. ბათუმის ასოციაცია „კლიმატის ალიანსში“ გაწევრიანების შესახებ

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

 

1. ქ. ბათუმის თვითმმართველობა გამოხატავს მზადყოფნასა და ნებას ქ. ბათუმის ასოციაცია „კლიმატის ალიანსში“ გაწევრიანების და შესაბამისი წლიური საწევრო შენატანების განხორციელების შესახებ.

2. ქ. ბათუმის მერს (ჯ. ანანიძე) მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ ქ. ბათუმის თვითმმართველობის სახელით ხელი მოაწეროს ქ. ბათუმის (წარმომადგენელი ქ. ბათუმის მერის სახით) ასოციაცია „კლიმატის ალიანსში“ გაწევრიანების დოკუმენტაციას.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

საკრებულოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე                                                                                                       ჯუმბერ კახიძე

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...