საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განკარგულება N74 - ფადიკო გოგიტიძის ბიუსტის ადგილმონაცვლეობის შესახებ

განკარგულება N74 - ფადიკო გოგიტიძის ბიუსტის ადგილმონაცვლეობის შესახებ

30 აპრილი 2013

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

  

ფადიკო გოგიტიძის ბიუსტის ადგილმონაცვლეობის შესახებ

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5-7 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „ქ. ბათუმში, ინასარიძის ქ. N10-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში განთავსებული პირველი ქართველი მფრინავი ქალის - ფადიკო გოგიტიძის ბიუსტი გადატანილ იქნას აეროპორტის მიმდებარედ არსებულ სკვერში (აეროპორტის გზატკეცილი ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია).

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

                                                                                                                 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     ირაკლი ჩავლეიშვილი 

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...