საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განკარგულება N55 - „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“

განკარგულება N55 - „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“

12 აპრილი 2013

 

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

           „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #298 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #298 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და  ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:

ა) პროგრამა ,,სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა“, პროგრამული კოდი   05 01 02 (დანართი 3);

ბ) პროგრამა „კონკურსებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა“, პროგრამული კოდი 05 02 01  (დანართი 5);

გ) პროგრამა „ქალაქის კულტურული და ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა“, პროგრამული კოდი 05 02 03 (დანართი 7).

2. განკარგულება ძალაშია „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის 61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის  12 აპრილის M#18 დადგენილების ამოქმედების დღიდან.

 

  

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი: 

 

პროგრამა ,,სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა“, პროგრამული კოდი   05 01 02 (დანართი 3);
 

პროგრამა „კონკურსებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა“, პროგრამული კოდი 05 02 01 (დანართი 5);
 

პროგრამა „ქალაქის კულტურული და ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა“, პროგრამული კოდი 05 02 03 (დანართი 7).

 

 

 

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...