საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განკარგულება N40 - ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის შესახებ

განკარგულება N40 - ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის შესახებ

29 მარტი 2013

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის შესახებ

 

 

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

 

1. შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ჯუმბერ კახიძე

-

ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე  (ჯგუფის  თანათავმჯდომარე);

 

) ნუკრი დოლიძე

-

. ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარე  (თანათავმჯდომარ);

 

გ) ქ. ბათუმის საკრებულოში შექმნილი ფრაქციების წევრები (საკრებულოს წევრები).

 

2. ინტერფრაქციულმა ჯგუფმა წარმოადგინოს წინადადება ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ე.წ. ბიტმაშის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარაკული ტიპის სახლებში მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების შესაძლებლობების და პერსპექტივების შესახებ.

3. დაევალოს ქ. ბათუმის მერს (ჯ. ანანიძე) ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში   ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების (სპეციალისტების) მონაწილეობა.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             ირაკლი ჩავლეიშვილი

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...