საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განკარგულება N35 - „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“

განკარგულება N35 - „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“

29 მარტი 2013

 

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

          

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #296 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #296 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:

ა) პროგრამა „ქალაქის დაგეგმარება“, პროგრამული კოდი 03 03 02 (დანართი 3);

ბ) პროგრამა „საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა“ პროგრამული კოდი 03 03 03 (დანართი 4);

გ) პროგრამა „ციტრუსის ნაყოფის რეალიზაციის ხელშეწყობა“, პროგრამული კოდი   07 01 (დანართი 7);

დ) პროგრამა „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა“  პროგრამული კოდი 06 02 16 (დანართი 8);

 2. განკარგულება ძალაშია „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის 61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის  29 მარტის M#14 დადგენილების ამოქმედების დღიდან.

 

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები: 

პროგრამა „ქალაქის დაგეგმარება

პროგრამა „საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა“

პროგრამა „ციტრუსის ნაყოფის რეალიზაციის ხელშეწყობა“

პროგრამა „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა“

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...