საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განკარგულება N37

განკარგულება N37

25 დეკემბერი 2012

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის #11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63- მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №11 განკარგულებით დამტკიცებულ წესდებაში  შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბავშვო ბაღების გაერთიანება არის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც წარმოებს ბავშვების მოვლა, აღზრდა-განათლება, მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა ორი წლიდან სასკოლო ასაკამდე.“.

ბ) წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმცროსი ჯგუფი - 2-4 წელი.“.

გ) წესდების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას.

 

    2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              გიორგი კირთაძე 

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...