საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

განკარგულება N15-„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საპრივატიზებო ობიექტების საპრივატიზებო საწყისი ფასის დადგენის შესახებ“

განკარგულება N15-„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საპრივატიზებო ობიექტების საპრივატიზებო საწყისი ფასის დადგენის შესახებ“

25 დეკემბერი 2012

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

  

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საპრივატიზებო ობიექტების საპრივატიზებო საწყისი ფასის დადგენის შესახებთვითმმართველი ქალაქისბათუმის საკრებულოს 2010 წლის 09 ივლისის №27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ               :

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საპრივატიზებო ობიექტების საპრივატიზებო საწყისი ფასის დადგენის შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 09 ივლისის №27 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დადგენილი თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საპრივატიზებო ობიექტების საპრი-ვატიზებო საწყისი ფასის დანართის 78-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საპრივატიზებო ობიექტის მისამართი

საპრივატიზებო ობიექტის სახეობა

საპრივატიზებო ობიექტის ფართობი

კვ..-ში

საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი

ობიექტის საპრივატიზებო საწყისი ფასი (ლარი)

78

. ბათუმი,

რუსთაველის ქუჩა

#57-59-ის მიმდებარედ არსებული

 

 

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

2 002

სარეგისტრაციო #05.23.04.002

1 700 000.“.

  

2. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთაჭარა“-ში გამო­ქვეყ­ნება და წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული ქონების პრივატიზების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონის­ძიე­ბების განხორციელება.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: . ბათუმი, ზუბალაშვილის .№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

  საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              გიორგი კირთაძე

 

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...