დადგენილება №1 ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №1
2011 წლის 20 იანვარი
ქალაქი ბათუმი
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. 
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის                        15 ოქტომბრის №26 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“  №46, 03.11.2010,               გვ: 105-115) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)    ავტობუსის (მიკროავტობუსის) ხნოვანება:    
ა.ა)    5 წლამდე    10
ა.ბ)    5-დან 10 წლამდე    7
ა.გ)    10-დან 15 წლამდე    4
ა.დ)   15 წელზე მეტი          1.“.
ბ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების 1-ლი პუნქტის „ბ.ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა)    კონდიციონერით         2.“.
მუხლი 2. 
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 20 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                გიორგი  კირთაძე
    












