საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

დადგენილება №21 ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“

დადგენილება №21 ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“

14 აპრილი 2011

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №21

2011 წლის 14 აპრილი
ქალაქი ბათუმი


„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის
31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმ¬მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. 
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ( სსმ ვებ პორტალი- matsne.gov.ge,27.01.2011.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით განისაზღვროს:
ა) საძოვრებისათვის (ბუნებრივი, გაკულტურებული) – 15 ლარი;
ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი, გაკულტურებული) – 18 ლარი;
გ) სხვა მიწებისათვის (კარგი, მწირი) – 94 ლარი.“.

ბ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ქონების გადასახადისაგან განთავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“.

მუხლი 2. 
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 31 მარტი-დან წარმოშობილ ურთიერთობებზე.



საკრებულოს თავმჯდომარე                                                              გიორგი კირთაძე

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...