საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

დადგენილება №47 ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დადგენილება №47 ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

31 აგვისტო 2011

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №47
2011 წლის 31 აგვისტო
ქალაქი ბათუმი



„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენი-ლებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №111, 29.06.2010წ. გვ: 2-4) დამტკიცებულ დებულება-ში შეტანილ იქნეს  ცვლილება და დებულების  მე-8 მუხლის  პირველ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) ქ. ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახური.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.




საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                       გიორგი კირთაძე

ანონსი
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში...