ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი
31 ივლისი 2018
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები ბულვარში გამართულ ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალს დაესწრნენ.

ღონისძიებაას ასევე ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე,,მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.

ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად მოწყობილ კუთხეში წარმოდგენილი იყო გერმანული, ბერძნული, უკრაინული, ებრაული, სომხური დიასპორებისა და აჭარის აფხაზური გაერთიანების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა ნივთები.
ფესტივალი პროექტის ფარგლებში შექმნილმა მულტიკულტურულმა ბენდმა კონცერტით დახურა.

პროექტი "მულტიკულტურული ინიციატივა აჭარაში" "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" მიერ, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს " მხარდაჭერით ხორციელდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3159
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები