ბათუმის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა
ბათუმის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა.
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ბათუმის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით მახარაძე იქნება, ფრაქცია ,,ხალხის ძალა“-ს თავმჯდომარე - ირაკლი დევაძე.
ორივე ფრაქცია ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის მოხსენების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად დარეგისტრირდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა
27 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (სხდომის ჩატარების მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)













