2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და მერის მოადგილე ლელა სურმანიძე დღეს ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობას საბავშვო ბაღების გამგეებთან ერთად შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ქალაქში არსებული საბავშვო ბაღების უსაფრთხოება იყო. ბაღების ხელმძღვანელებმა რეკომენდაციები უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებისგან მიიღეს, რომლებიც ხელმძღვანელობენ მთვარობის N-370 დადგენილებით. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს უსაფრთხოების ნორმებზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბაღში თითქმის დაცულია უსაფრთხოების ნორმები და პედაგოგებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები, მაინც არსებობს გარკვეული ტიპის ხარვეზები, ამიტომაც მათ გამგეებს მისცეს აუცილებელი, სარეკომენდაციო რჩევები და კონკრეტული სამოქმედო გეგმა. მათი თქმით ასევე, აუცილებელია ხმოვანი სიგნალის დამონტაჟება, რომელიც კვამლის დაფიქსირების შემთხვევაში ჩაირთვება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიწისძვრისა და სახანძრო უსაფრხთოების წესების დაცვის თემაზე შექმნილი ანიმაციური ვიდეო რგოლი ელექტრონული სახით გადასცეს. საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრის ბოლოს მადლობა გადაუხადა სტუმრებს და გაერთიანების ხელმძღვანელებს გონივრული ვადა მისცა, რათა დროულად გამოსწორდეს ყველა ხარვეზი: - „მე დაგიდგებით გვერდში, მხარს დავუჭერ ნებისმიერ საკითხს, რომელიც ბავშვების უსაფრთხოებას ეხება, მაგრამ ვიქნები უმკაცრესი, რაც მათ სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა".