ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ქალის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
11 დეკემბერი 2017
 

როგორია საკრებულოს ქალი წევრების როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და როგორია გენდერული კუთხით მხარდაჭერა მუნიციპალიტეტებში ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ დღეს საკრებულოს ქალ დეპუტატებს NDI- ს (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) წარმომადგენლები შეხვდენენ. შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასითის იყო, საკრებულოს წევრებმა NDI-ს წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნეს, მათი თქმით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალის როლი უმნიშვნელოვანესია. მათი აქტიური მუშაობით, შეხვედრებით და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ეფექტური ზედამხედველობით, ამომრჩევლებთან ურთიერთობის პრაქტიკას გააუმჯობესებენ და უფრო მეტი ქალის ჩართვას შეძლებენ სამოქალაქო საქმიანობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ქალაქის ცხოვრებაში. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრებს „მომავალ ლიდერ ქალთა“ პროგრამა გააცნეს, რომელიც მიზნად ისახავს საკრებულოს წევრი ქალების პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებასა და გაძლიერებას, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი პოლიტიკური გავლენის გაზრდას

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3965
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები