საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველი საიტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

23 მარტი 2026

ც ნ ო ბ ა

 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
2026 წლის 30 მარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტის
განსაზღვრის შესახებ 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა) მიმდინარეობს 2026 წლის 30 მარტს დღის 11:00 საათზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა შემდეგ საკითხებზე:


საკითხი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი - გიორგი სურმანიძე)


საკითხი 2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი - გიორგი სურმანიძე)


საკითხი 3. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 აგვისტოს  №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ნატალია ზოიძე)


საკითხი 4. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 დეკემბრის №გ-15.15253358 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხსენებელი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ნატალია ზოიძე)


საკითხი 5. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხსენებელი:  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის  სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი - მუხრან ჯორბენაძე)


საკითხი 6. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხსენებელი:  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი - ირაკლი თავართქილაძე)


დღის წესრიგის წარმოებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე ცნობის გამოქვეყნებიდან 2026 წლის 26 მარტს დღის 11:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული).
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 30 მარტი.
 

ანონსი
საკრებულოს მორიგი სხდომა

30 მარტს, 11 საათზე,  გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა)