ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 15152108914
თარიღი: 2021-03-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა - №გ - 15152108914


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა“ ფარგლებში კონკურსის ჩატარების პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დამტკიცდეს:
ა) „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა“ ფარგლებში კონკურსის ჩატარების პირობების შესახებ დებულება (დანართი 1);
ბ) განაცხადის ფორმა (დანართი 2);
გ) შეფასების კრიტერიუმები (დანართი 3);
დ) ფინანსური და პროგრამული ანგარიში (დანართი 4);
ე) რეკომენდაციები ღონისძიების დაგეგმის შესახებ (დანართი 5);
ვ) საკვალიფიკაციო შეფასების განმარტებები (დანართი 6);
ზ) ხელშეკრულების პროექტი (დანართი 7).
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამარ¬თლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დად¬გენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

დანართი 1

დანართი 2

დანართი 3

დანართი 4

დანართი 5

დანართი 6

დანართი 7

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები