ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმს შესაძლოა ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭოს
17 ივლისი 2018
 

ბათუმს შესაძლოა ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭოს. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის (ACES Europe) პრეზიდენტს ჯან ლუპატელისა და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

ფედერაციის ხელმძღვანელობა ჩვენს ქალაქში ოფიციალური ვიზიტით ბათუმისთვის 2019 წელს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხის შესასწავლად და ბათუმის მერიის მიერ გაკეთებული განაცხადის განხილვის მიზნით ჩამოვიდა.
ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადი ბათუმის მერიამ ACES Europe-ის მიერ დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით გააკეთა. აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით მომზადებული განაცხადის დოკუმენტი მიეწოდა შემფასებელ კომისიას, რის შედეგადაც კომისიის წევრები ბათუმს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში შემფასებელი კომისიის წევრები დღეს ადგილზე მოინახულებენ სპორტულ ობიექტებს, გაეცნობიან სამომავლო პროექტებს, ხვალ კი შეფასების შედეგებს საზოგადოებას სასტუმრო „რედისონში“, პრესკონფერენციაზე გააცნობენ.
ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მიღება საერთაშორისო აღიარების, ცნობადობის ამაღლების საშულებას იძლევა, ასევე, გულისხმობს ევროპის სპორტის ქალაქების უმსხვილესი ქსელის წევრობას, გამოცდილების გაზიარებას, ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში დაგეგმილ კონგრესებსა და კონფერენციებში მონაწილეობასა და სპორტული პოლიტიკის სრულყოფის შესაძლებლობებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2879
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები