ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების კომისიის სხდომა
27 ივნისი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს. 

სხდომაზე ქ. ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ ისაუბრა. მერაბ ქიძინიძის განცხადებით, ცვლილებები ძირითადად შეეხება საბავშვო ბაღების მიმდინარე სარემონტო სამუშოებს და ახალი სასწავლო წლისათვის მომზადების მიზნით, აღსაზრდელებისთვის სათამაშოების განახლებას, მასობრივი სპორტის - ხელბურთის, ფრენბურთის, სარაგბო და სანიჩბოსნო კლუბების განვითარების ხელშეწყობას. ასევე, იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, კერძოდ, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სპორტული მოედნის კეთილმოწყობა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ბათუმში, ლუკა ასათიანის ქ. N92-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე პარმენ პატარაიას მემორიალური დაფისა და ასევე, ქ. ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ძმები აბაშიძეების მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს ბათუმის საკრებულო ხვალ 28 ივნისის მორიგ სხდომაზე განიხილავს.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3011
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები