2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გამწვანების აქცია
26 ივნისი 2018
დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და საკრებულოს წევრებმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
აქციის მონაწილეებმა ვაჟა ფშაველას რეაბილიტირებულ ქუჩაზე 80 ძირი ცხენისწაბლას ნერგი დარგეს.
ბათუმის გამწვანების სამსახური ს ინფორმაციით, წლის ბოლომდე სეზონურად მოყვავილე მილიონამდე მცენარისა და ოთხი ათას ნერგამდე ხის დარგვა იგეგმება. რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 175 ათასი ლარია გამოყოფილი.
მნახველთა რაოდენობა: 3197
ბმულები