ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის ბულვარში იასონ გორდეზინის ძეგლი გაიხსნა
14 აპრილი 2018
 

დღეს ბათუმის ბულვარში კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე ბულვარის მთავარი მებაღისა და ცნობილი დეკორატორის იასონ გორდეზიანის ძეგლი მისი სახელის უკვდავსაყოფად გაიხსნა. ოფიციალური გახსნის ცერემონიალს საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები, ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იასონ გორდეზიანი ქ. ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო.
დაიბადა 1876 წელს რაჭის მაზრის სოფელ საკაოში. 1911 წელს წარჩინებით დაამთავრა ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალურ ინსტიტუტი ოქროს მედალზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. პარიზში, მსოფლიოში ცნობილ სელექციონერი ველმორენის სათესლე-სანერგე მეურნეობაში იღრმავებდა ცოდნას. ევროპაში აღიარებულ სპეციალისტი სამუშაოდ მიიწვიეს ლონდონის ბოტანიკური ბაღის მებაღე-დეკორატორად.
1913 წლის იანვარში, დაბრუნდა საქართველოში და მწვანე კონცხზე ბოტანიკური ბაღის იდეის სულისჩამდგმელი და მთავარი არქიტექტორი გახდა.
1916 წელს - დაინიშნა ბათუმის გამწვანების ტრესტის დირექტორად. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ბულვარის განახლება-განაშენიანების მცენარეული საფარის, ახალი სათბურების, სანერგეებისა და ორანჟერეების შექმნა-მშნებელობა.
იასონ გორდეზიანის საპარკე-დეკორატიული სკულპტურის შექმნასთან დაკავშირებით, 2017 წელს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც წარმოდგენილი 7 ესკიზიდან, სპეციალისტებისა და საზოგადო მოღვაწეებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ, საუკეთესო ნამუშევრად მოქანდაკე ირაკლი წულაძის ესკიზი გამოვლინდა.
ძეგლის ესკიზის შესაძენად ბულვარის ბიუჯეტიდან 4200-ლარი, ხოლო ბრინჯაოს საპარკე ქანდაკების დამზადება-განთავსებისათვის 128 174 ლარი დაიხარჯა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3531
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები