ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს მუნიციპალიტეტი განახორციელებს.
12 აპრილი 2018
 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, მერიაში გამართულ შეხვედრას დაესწრო.

საინფორმაციო შეხვდრა ქალაქის მერის ინიციატივით გაიმართა, ლაშა კომახიძემ საზოგადოებას კანონში შესული ის ცვლილებები გაცნო, რომელიც 2018 წლის აპრილის თვეში განხორციელდა.
მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალიტეტი განახორციელებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე თვითმმართველობის ორგანოებს ენიჭებათ ულებამოსილება, ადგილზე შეადგინონ საჯარიმო ქვითარი .
შესაბამისად, პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ ბაზებსა და აღჭურვილობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს გადასცემს.
დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან.
შეხვდრას ქალაქში მოქმედი რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯერები,აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3121
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები