2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს წევრებმა მწუხარება გამოთქვეს 5 აპრილს ქ.ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით გაგრძელდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის ტერიტორიის განსაზღვრა და მშენებლობასთან დაკავშირებით, დაგეგმილი პროექტის განხილვა იყო.
ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის შერჩეული იქნა ჩაქვის მხრიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღის მომიჯნავედ მდებარე ტერიტორია, რომლის ფართობი სულ შეადგენს 173338 კვ.მ.-ს. აღნიშნული ტერიტორიის შერჩევა მოხდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი იძლევა ზოოპარკის გაფართოების, ბინადართა შემატების, მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესების საშუალებას. ბატანიკური ბაღის მომიჯნავე ტერიტორია ჩართული იქნება ბაღის დამთვალერებელთა მარშრუტში ერთიანი სერვისის მიწოდებით.
როგორც სხდომაზე ითქვა, ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოო კუთხის გადატანა და ახალი ზოოპარკის მშენებლობა საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევს. საჭირო თანხას ფონდი „ქართუ“ გაიღებს. ეს ფონდი უზრუნველყოფს, ასევე უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ახალი ზოოპარკის პროექტირებასა და მშენებლობაში.
ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე ზოოკუთხე, რომელსაც უჭირავს 16000,00 კვ.მ.-მდე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 2070 კვ.მ. 18 შენობა-ნაგებობით, გამოთავისუფლდება პარკის შემდგომი განვითარების მიზნით.
საკრებულოს წევრებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ,საკრებულოს დადგენილების პროექტი დაამტკიცეს, ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესზეც, ახალი დადგენილებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმი დააკონკრეტდა და დეტალურად გაიწერა თუ როდის, რა პერიოდულობით და რა შემთხვევაში გაიცემა მოქალაქეებზე მატერიალური თუ სხვა სახის დახმარება.სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება ისეთი გადასახდლები, რომელიც არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, მათ შორის: სტიქიური, ბუნებრივი და სხვა საგანგებო ხასიათის მოვლენებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებები; სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახების დროებით საცხოვრბელით უზრუნველყოფა, ქირის საფასურის გადახდა; ხარჯები დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ოპერაციული და სხვა ფორმით მკურნალობისთვის; ხარჯები მძიმე სოციალური-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფახხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის; ავარიული შენობების მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, საკუთრებაში არსებული ფართის მონაცვლეობის საკომპენსახციო ხარჯები; ღონისძიებები, როცა რეაგირების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადეობრივ ინტერესებს, ქონებას, ან ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას.