ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
14 თებერვალი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სფეროში განსაზღვრულ პროგრამებში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. 

ბათუმის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სოფიო მიქელაძის ინფორმაციით, ცვლილებით კორექტირება შედის სოციალური უზრუნველყოფის რიგ ქვეპროგრამებში.
მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში დაზუსტდა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ: 2018 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა, აგრეთვე, 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომლებსაც ახალშობილი შეეძინათ 2017 წლის დეკემბრის თვეში და არ უსარგებლიათ დახმარებით. დახმარება გაიცემა 2017 წლის ქვეპროგრამით განსაზღვრული თანხის ოდენობის შესაბამისად.
მოწყვლადი სოციალური კატეგორებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნის ქვეპროგრამაში, ასევე, დაზუსტდა ქვეპროგრამის აღწერა და დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ: ფაქტობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისათვის ქვეპროგრამით გათვალისწინებული საქონლის გადაცემის, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების სარემონტო სამუშაოების განხორციელბის, სოციალური საქონლის შეძენა ტრანსპორტირება-დასაწყობების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქის მერი ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. ასევე, ქვეპროგრამის განხორციელების პროცესში ცალკეულ ღონისძიებებს შორის თანხების გადანაწილება(დაზუსტება) შეიძლება გახორციელდეს ბენეფიციართა ფაქტობრივი მოთხოვნილებიდან (მომართვიდან) გამომდინარე.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაშიც, ასევე, დაზუსტდა ქვეპროგრამის სახელწოდება, აღწერა და დამატებითი ინფორმაცია.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხებს ხვალ ბათუმის საკრებულო ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების ჭრილში განიხილავს.
სხდომას ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3089
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები