ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
14 თებერვალი 2018
 

ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა. 

ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები კომისიის წევრებს ბათუმის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ელდარ ნატარიძემ გააცნო. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იზრდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 1,289,4 ათასი ლარით, ხოლო ბიუჯეტის გადასახდელები - 6,800,4 ათასი ლარით. ელდარ ნატარიძის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე. საკითხის მომხსენებლის, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის გოგა ლომაძის ინფორმაციით, საუბარია ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული, ლადო ასათიანის ქუჩა N27-ში მდებარე 17410,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 7832,90 კ.მ ფართის შენობა -ნაგებობებზე. აღნიშნული განკარგულების პროექტის მიღების მიზანია, „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისადმი ხელშეწყობა.
კომისიამ განიხილა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბინების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადა¬ცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომლის მიღების მიზანს „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ საქმიანობაში ხელშეწყობა წარმოადგენს.
კომისიის წევრებმა, ასევე, იმსჯელეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივა¬ტიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების, ბათუმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გასატა¬რებელ ღონისძიებებსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების თაობაზე.
კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ბათუმის საკრებულო ხვალ იმსჯელებს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურა ნაკაიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3148
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები