ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს შემადგენლობას ახალი წევრი შეემატა
20 ოქტომბერი 2015
 

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა გვარიშვილის უფლებამოსილების შეჩერების შემდგომ მისი უფლებამონაცვლე ფრიდონ ბრეგვაძე გახდა.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მისი უფელბამოსილების ცნობის საკითხს.
ფრიდონ ბრეგვაძე დაიბადა ქ. ჭიათურაში 1958 წელს. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის სპორტული ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობდა სპორტის სფეროში. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე.
პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრია დაარსების დღიდან. ამჟამად არის პარტიის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი აჭარაში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 20295
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები