მიმდინარეობს საიტის განახლება

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერი 2025
 

ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ბათუმის 79-ე ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად სურმანიძის მოხსენებით გაიხსნა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახალარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს ნერიმან ცინცაძეს გადასცა.
სხდომაზე, დროებითი სამანდატო კომისიის ფორმირების შემდეგ, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ივანე მაისურაძის კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, საკრებულოს წევრებმა მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ, 22 ხმით, ივანე მაისურაძე აირჩიეს.
საკრებულოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ბათუმის მოსახლეობას, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ქალაქის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა ნდობისა და მხარდაჭერისთვის და კოლეგებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საკრებულოს თავმჯდომარის ივანე მაისურაძის წარდგინებითა და უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ნატალია ზოიძემ დაიკავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებზე კი ლევან ცხოიძე და ირაკლი თავდგირიძე აირჩიეს.
სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, საკრებულოში დარეგისტრირდა ფრაქციები და დამტკიცდა საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე საკრებულოში მოქმედი კომისიების თავმჯდომარეებიც აირჩიეს. საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ლევან ბერიძე უხელმძღვანელებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას - ლევან დავითაძე, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიას - გოჩა მგელაძე, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას - დავით მიქელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიას - მინდია გოგუაძე.
ახლადარჩეულმა საკრებულომ, დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობა ცნობად მიიღო.
სხდომაზე, პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყდა პოლიტიკური გაერთიანება ,,გახარია საქართველოსთვის" ახალარჩეულ წევრს ჯემალ ანანიძეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 52
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები