მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ ივანე მაისურაძე აირჩიეს
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, 22 ხმით, ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ ივანე მაისურაძე აირჩიეს.
საკრებულოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ბათუმის მოსახლეობას, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ქალაქის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა ნდობისა და მხარდაჭერისთვის და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
,,უდიდესი პატივისცემით, თავმდაბლობითა და ურყევი რწმენით ვიღებ ჩემზე დაკისრებულ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას - ვიყო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე!
მისასალმებელია, რომ ჩვენი ქალაქი თანამედროვეობაშიც ინარჩუნებს ისტორიულ მემკვიდრეობას და თამამად მიაბიჯებს მომავლისკენ, სადაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, - განაცხადა ივანე მაისურაძემ.
ბათუმის საკრებულოში არჩევამდე ივანე მაისურაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროში აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აქვს საჯარო და კერძო სექტორში მრავალწლიანი საქმიანობის გამოცდილება.



ისტორია


























