ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
27 მარტი 2025
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის 2025 წლისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ხორციელდება მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ ცვლილება შედის ბიუჯეტის როგორც შემოსულობებსა და ნაშთის ცვლილებაში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებში/ქვეპროგრამებში.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის სოფიო მიქელაძის განცხადებით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემდეგი ცვლილებები განხორციელდება:
იზრდება ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიების დაფინანსება დღის ცენტრებში მომსახურებით სარგებლობის ღირებულების ზრდის საფუძველზე;
ფართოვდება მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კვლევების ბენეფიციართა წრე და ემატება 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის ან სოციალური სტატუსის არმქონე (200 000-მდე ქულა) პირები, რომელთაც კლინიკიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაუფინანსდებათ ღირებულების 50%. ამასთანავე, ონკოპაციენტებისათვის იმუნო, თარგეტ და ციტოსტატიკური თერაპიის (ბსჟ) სერვისის (ინფუზიის) დაფინანსების ღონისძიებას ეცვლება დასახელება, ემატება ციტოსტატიკური (ბცჟ ვაქცინის ინსტალაცია შარდის ბუშტის სიმსივნეების დროს) თერაპია;
იზრდება მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებულ 0-30001-მდე სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახების კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ღონისძიება (იანვარი-მარტი, ნოემბერი-დეკემბერი) ბენეფიციართა რაოდენობის 350 ერთეულით მატებისა და მომხმარებელთა მომართვიანობიდან გამომდინარე;
დაფინანსება ეზრდება მუნიციპალურ უფასო სასადილოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით;
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში უფასო ხდება ამავე პროგრამით განსაზღვრული სოციალური კატეგორიების M2 კლასის საქალაქო სამგზავრო მიკროავტობუსით მგზავრობა;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურების პროგრამას ემატება ახალი ღონისძიება - შშმ პირებისათვის პერსონალური ასისტენტების მიერ სპეციალიზებული და რეგულარული სერვისის მიწოდების სახით, რომელიც დაფინანსდება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
მოწყვლადი სოციალური ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული შშმ პირთა მშობლების ფსიქოლოგიური დახმარების ღონისძიება იზრდება ბენეფიციართა რაოდენობის 30 ერთეულით მატებისა და მომართვიანობის საფუძველზე.
კომისიის წევრებმა ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე Neriman Tsintsadze / ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა 31 მარტს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 52
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები