2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
საკრებულომ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური, (მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული პანორამული ბორბალი), შემდგომი მისი განკარგვის მიზნით;
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. განკარგულებით დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას და უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას დაემატა რამდენიმე ობიექტი;
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ინვენტარი) საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს, შემდგომში მისი ა(ა)იპ ,,საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულ ფედერაცია“-ზე განკარგვის მიზნით;
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით სარგებლობაში გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „555“-ს შორის 2023 წლის 29 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. განკარგულება ითვალისწინებს ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც აუქციონში გამარჯვებული კომპანიის მიერ თავისი ფინანსური სახსრებით მოხდება ამორტიზებული ნაპირდაცვითი ჯებირების (ნაპირდაცვითი ნაგებობის) ნაცვლად ახალი კაპიტალური ნაპირდაცვითი ნაგებობისა და საზოგადოებრივი დანიშნულების პირსის მშენებლობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ;
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩა N152ბ-ში არსებული მიწის ნაკვეთებიდან (ს/კ 05.31.04.139 და ს/კ 05.31.04.138) ნაწილების სერვიტუტის უფლებით, 2 წლის ვადით დატვირთვასთან დაკავშირებით;
საკრებულომ ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, რამდენიმე მისამართზე არსებული უძრავი ქონება (ბინები), შემდგომში იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადაცემის მიზნით;
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შპს ,,Georgian Industrial Asset Management Group“-ს იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაეცა;
ცვლილება შევიდა ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის N 25 განკარგულებაში, ასევე, დამტკიცდა ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში, კერძოდ, იგეგმება ერთ-ერთი პერსპექტიული გზის ცვლილება.