ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სარეაბილიტაციო სამუშაოები
22 ივლისი 2024
 

ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
რეაბილიტაციის ფარგლებში ძველი ლითონის კონსტრუქციები ახლით ჩანაცვლდა. იცვლება კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარებიც. უკვე დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე და დაიგო ხელოვნური, მწვანე და კაუჩუკის საფარი.
მიმდინარე წლის განმავლობაში, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მიერ, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 23 სპორტულ მოედანს.
წლის ბოლომდე კი დაგეგმილია დამატებით 16 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
ხოლო კეთილმოწყობის სამსახურის მიერ დასრულდა 1 და დაგეგმილია დამატებით 4 სპორტული მოედნის მოწყობა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 159
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები