ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
26 ივნისი 2024
 

საკრებულოში ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის მიმდინარე სოციალური პროგრამები განიხილეს.
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, სოფიო მიქელაძემ დეტალურად ისაუბრა მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის, კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირების, მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობის, დროებითი ღამის თავშესაფრის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ასისტენტით მომსახურების და ა.შ. პროგრამების შესრულებაზე.
სხდომას საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 445
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები