2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
რამაზ ჯინჭარაძე მოსახლეობას ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ირაკლი თავდგირიძესთან და საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარესთან მინდია გოგუაძესთან ერთად შეხვდა და ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ესაუბრა.
მალე, ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების მიმდებარედ, სკვერისა და სტადიონის მშენებლობა დაიწყება, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები.
მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, კაკაბაძისა და ანწუხელიძის ქუჩების კვეთაში უკვე დასრულდა ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და მალე განთავსდება საპარკო ინვენტარიც. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია აღნიშნული სკვერების გამწვანება.