ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
24 მაისი 2019
 

ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად დეპუტატებმა 12 საკითზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აჭარის ავტრონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხს. განკარგულების შესაბამისად მიწის ნაკვეთები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას „ჭოროხის ხიდის“ (მახოს ხიდი - გონიოს ხიდი) საავტომობილო გზის მშენებლობის განხორციელების მიზნით გადაეცა.
საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხს. სხდომაზე მიღებული განკარგულებით, ზვიად ცინცაძის მრავალშვილიან ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებული 129 კვ/მ ბინა და საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშოების ფულადი ანაზღაურება 32 250 ლარის ოდენობით.
დღესვე საკრებულოს წევრებმა მოიწონეს სხდომაზე წარმოდგენილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერთების საკითხი მერების შეთანხმებაზე „კლიმატისა და ენერგეტიკისათვის“. როგორც სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა, მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ეთერ ლომაძემ განაცხადა, აღნიშნულ ინიციატივაზე მიერთება და მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის არსებობა ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის, ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისებისა და კლიმატის ცვლილებების შედეგებთან ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ განსახორციელებლად საერთაშორისო დონორი/ფინასნური ორგანიზაციების მხარდაჭერის მოოპოვებას, რითაც მიღწეული იქნება მიზანი - მწვანე ეკონომიკის განვითარება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ქალაქში.
საკრებულომ თნხმობა მისცა ქ. ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს შპს „ფუსტალისა და საპლაჟო ფეხბურთის კლუბი „ბათუმის“ დაფუძნებაზე, რაც გულისხმობს მუნიციპალური შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შექმნას, რომელიც გააერთიანებს ქვიშის ფეხბურთის, ფუსტალის და ქალთა გუნდებს. ასევე, ამავე სახეობებში ჩაატარებს სასკოლო და საუუნივერსიტეტო პირველობებს, შექმნის ქალაქის ნაკრებ გუნდებს სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის მიზნით.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქ. ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე არსებული წრიულიდან გიორგი ანწუხელიძის ქუჩამდე არსებული ქუჩისთვის რეჯებ ნიჟარაძის სახელის მინიჭების საკითხს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქ ბათუმში ლუკა ასათიანის ქ. N5-ში განთავსებულ ოთარ ჭილაძის მემორიალურ დაფას დაემატა ქართველი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის თამაზ ჭილაძის სახელი. ასევე, დამსახურებული ეკონომისტის ჯემალ წულუკიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა განთავსდება ყაზბეგის ქ. N21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე.
ცვლილება შევიდა ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიისა და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის პერსონალურ შემადგენლობებში. ცვლილება განხორციელდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი წევრის თემურ კახიძის განცხადების შესაბამისად, რომლითაც იგი ითხოვდა აღნიშნულ კომისიებში გაწევრიანებას.
საკრებულომ განიხილა და დადებითად გადაწყვიტა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილების წესებში ცვლილების შეტანის საკითხი, რომლის მიხედვითაც დადგენილება ბათუმის ბულვარის ტერიტორიის ნაწილზე (ველობილიკი ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე) ამოქმედდება 2019 წლის 1 დეკემბრიდან, ნაცვლად მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული პირველი მაისისა. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა სსიპ „ბათუმის ბულვარის“ წერილობითი მომართვისა და ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილების ბიზნეს-სერვისით დაკავებული სუბიექტების აზრისა და მათი თხოვნის ნაწილობრივ გათვალისწინების საფუძველზე.
სხდომის დასასრულს საკრებულოს წევრებმა იმ მოქალაქეებს მოუსმინეს, რომლებმაც სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე საკრებულოს აპარატს წერილობით მომართეს.
სხდომას ბათუმის ვიცე-მერი, მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2133
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები