ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი
20 მაისი 2019
 

თბილისის საკრებულოში „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში, სემინარი „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიმართა, რომელსაც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დაესწრო.

„ევროპის დღეები 2019“ საგარეო საქმეთა სამინისტროს, „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
სემინარში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ვიზალიბერალიზაციაზე, კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებზე იმსჯელეს.
„ევროპის დღეები 2019“ უკვე მეშვიდედ იმართება და მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2254
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები